უკრიანის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი გერმანიის კანცლერ, ოლაფ შოლცს მიმართავს. მისი თქმით, დაღუპული უკრაინელი ჯარისკაცების და მშვიდობიანი მოსახლეობის გამო პასუხისმგებლობა ოლაფ შოლცს ეკისრება.
„ყოველდღე იღუპებიან ბავშვები, ჩვენ ყოველდღე ვკარგავთ 100 ჯარისკაცს, რადგან თქვენ არ გვაძლევთ მძიმე იარაღს. უკრაინის არმია ძლიერია, ჩვენ შეგვიძლია დავამარცხოთ რუსები და განვდევნოთ ისინი ჩვენი ქვეყნიდან, მაგრამ ჩვენ გვჭირდება იარაღი“, - განაცხადა არესტოვიჩმა.
მისივე განმარტებით, უკრაინას გერმანიისგან სჭირდება შორ მანძილზე მოქმედი არტილერია, ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემები, ტანკები, ჯავშანტრანსპორტიორები და უპილოტო საფრენი აპარატები.