უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინაში 250 რუსი ჯარისკაცი მოკლეს. ჯამში კი - მოკლული რუსი ჯარისკაცების რიცხვმა 32 750-ს მიაღწია.
ამასთან, უკრაინულმა მხარემ რუსული შეიარაღებული ძალების სხვადასხვა სახის ტექნიკა გაანადგურა. 4 თებერვლიდან 15 ივნისამდე პერიოდში რუსების საერთო დანაკარგები მოიცავს: 1440 ტანკს, 3528 ჯავშანმანქანას, 722 საარტილერო სისტემას, 230 ზალპურ სარაკეტო სისტემას, 97 საჰაერო თავდაცვის სისტემებს, 213 თვითმფრინავს, 179 ვერტმფრენსა და 2485 ავტომობილებსა და საწვავის ავზს.