15 ივნისს სამხედრო პოლიციის დღე აღინიშნება. სამხედრო პოლიციელებს პროფესიული დღე საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცა. ღონისძიება ორხევში, სამხედრო პოლიციის აღმოსავლეთ ბატალიონის ბაზაზე გაიმართა.
სიტყვით მიმართვისას გიორგი მათიაშვილმა თავდაცვის ძალებში სამხედრო პოლიციის კომპონენტის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და სამხედროებს წარმატებები უსურვა. სამხედრო პოლიციის დღესთან დაკავშირებით სამხედრო მოსამსახურეები სამსახურებრივი საშტატო იარაღითა და უწყებრივი მედლებით დაჯილდოვდნენ.