რაჭაში, კერძოდ ამბროლაურის ლაბორატორიაში მიმდინარე კვლევებს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორთან ერთად გაეცნო.
უწყების წარმომადგენლებმა, ლაბორატორიაში მიმდინარე კვლევების მნიშვნელობასა და საჭიროების საკითხებზე იმსჯელეს. განიხილეს ლაბორატორიის შესაძლებლობებიც. რაჭაში ვიზიტის ფარგლებში, ასევე შეხვედრები გაიმართა ადგილობრივ მეწარმეებთან.