უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინელი სამხედროები სევეროდონეცკსა და ტოშკოვკაში მტრის თავდასხმებს წარმატებით იგერიებენ. მათივე ცნობით, სევეროდონეცკის მიმართულებით მტერმა განახორციელა საცეცხლე შეტევა უკრაინის პოზიციებზე ნაღმტყორცნებიდან, არტილერიიდან და მრავალჯერადი გაშვების სარაკეტო სისტემებიდან. მათ ცეცხლი გაუხსნეს სამოქალაქო ინფრასტრუქტურას სევეროდონეცკის, ლისიჩანსკის, ტოშკოვკას, უსტინოვკას, ბოროვსკოეს, მეტელკინოს დასახლებების ტერიტორიებზე.