მოძრაობა "სირცხვილია" იმ პირობას ასახელებს, რომლის შესრულების შემთხვევაში სალომე ზურაბიშვილის მიერ დაანონსებულ აქციაში ჩაერთვებიან. გიგა მაქარაშვილის თქმით, თუ ზურაბიშვილი საჯაროდ 20 ივნისის აქციაზე დასწრების მზაობას საჯაროდ გამოთქვამს, მზად არიან თავად 16 ივნისის აქციაზე მივიდნენ.
მოძრაობაში ფიქრობენ, რომ ალტერნატიული შეკრების გამართვა ხალხის ორად გაყოფასა და დაბნეულობის შემოტანას ემსახურება