მსოფლიოს მასშტაბით ცნობილი წიგნების ავტორი ფრანსესკ მირალესი საქართველოს ეწვია. მისი თანაავტორობით შექმნილი ბედნიერი და ხანგრძლივი ცხოვრების იაპონური საიდუმლო „იკიგაი“ ბესტსელერად იქცა. წიგნის მთავარი სათქმელი ადამიანისთვის მიზნის პოვნაა.
მწერალთა შეხვედრის შემდეგ, მკითხველთა ნაწილი ამბობს, რომ აღნიშნული წიგნის წაკითხვა ყველა ადამიანისთვის ძალიან მნიშნელოვანია. თავად მირალესი კი მოხარული აღმოჩდა ქართველ მკითხველთან შეხვედრით.