პოლიციამ ჯგუფურად ჩადენილ გამოძალვის და ძალადობის ფაქტზე 3 პირი დააკავა. 46 წლის მამაკაცს, რომელიც წარსულში მრავალჯერ იყო ნასამართლევი, პროკურატურა ჯგუფურად ჩადენილ გამოძალვაში ედავება.
35 წლის და 47 წლის მამაკაცებები კი ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვისა და ძალადობის ბრალდებით არიან დაკავებული. ბრალდებულებმა მოქალაქეს ძალადობის გამოყენების მუქარით, 4000 ლარი მოსთხოვეს. პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღი, პისტოლეტი, 2 მჭიდი და 18 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღო.
დანაშაულები 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.