"ჯერ შენ დედას***, "კაროჩე", ბეჟოს კარტიდან ფული რო მოიპარე, სწორი საქციელი იყო?" - შსს ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვისა და ძალადობის ფაქტზე დაკავებული 3 პირის ფარულ ჩანაწერებს ავრცელებს - Palitra News

"ჯერ შენ დედას***, "კაროჩე", ბეჟოს კარტიდან ფული რო მოიპარე, სწორი საქციელი იყო?" - შსს ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვისა და ძალადობის ფაქტზე დაკავებული 3 პირის ფარულ ჩანაწერებს ავრცელებს

2022-06-15 12:26:08+04:00

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს და კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისსა და კახეთში 3 პირი დააკავეს.

შსს-ს ინფორმაციით, 1976 წელს დაბადებულ, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევ ქ.ხ.-ს ბრალი ედება ჯგუფურად ჩადენილ გამოძალვაში, ხოლო წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი პირები - 1987 წელს დაბადებული გ.ბ. და 1975 წელს დაბადებული თ.ღ. ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის და ძალადობის ბრალდებით არიან დაკავებული.

დანაშაულები 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.