საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამართულ ბრიფინგს გამოხმაურებები მოჰყვა როგორც მმართველ პარტიაში ასევე ოპოზიციურ სპექტრშიც. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ მისი განცხადებები არგუმენტს მოკლებული იყო. ოპოზიცციაში კი მიაჩნიათ, რომ სალომე ზურაბიშვილის მიერ დაანონსებული აქცია ევროატლანტიკური მისწრაფების მქონე საზოგადოების გახლეჩას ემსახურება.