გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებიდან, 4 432 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 5 499 დაშავდა. მონაცემების თანახმად, მოკლულებს შორის 1 693 კაცი, 1 138 ქალი, 103 გოგონა და 106 ბიჭია, ასევე - 68 ბავშვი.
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი დარწმუნებულია, რომ რეალური მაჩვენებლები გაცილებით მაღალია, რადგან ინფორმაციის მიღება ზოგიერთი ადგილიდან, სადაც ინტენსიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა, გადაიდო და ბევრი ცნობა ჯერ კიდევ დასადასტურებელია.