აპოსტოლოვოს მერ, ანდრეი ოსას განცხადებით, რუსული ძალების მიერ დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ აპოსტოლოვოს დაბომბვის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა.
ოსას ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის და პოლიციის თანამშრომლები მუშაობენ.
მერმა მოსახლეობას მოუწოდა, სიფრთხილე გამოიჩინონ და ლითონის ნივთებს არ შეეხონ.