ჰოლივუდის ქერა ლამაზმანი 46 წლის შარლიზ ტერონი საზოგადოებაში შეცვლილი იმიჯით გამოჩნდა. საკულტო გარეგნობის მქონე ვარსკვლავმა თმა შავად შეიღება.შარლიზი Africa Outreach Project-ის ფარგლებში საქველმოქმედო გალას დაესწრო, მსახიობმა კლასიკური, დახვეწილი იმიჯი მოირგო და თეთრ პერანგს, ჯინსის შარვალი, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები და “დიორის” მინი ჩანთა შეუხამა ბევრმა არ იცის რომ შერლიზი სამხრეთ აფრიკელი წარმოშობის ამერიკელი მოდელი და მსახიობია. თერონი დაიბადა ბენონში, ტრანსვაალის პროვინციაში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, და ერთადერთი ბავშვი იყო გერდა ჯეიკობ ალეტისა და ჩარლზ თერონის ოჯახში. დედის მხრიდან თერონი გერმანული წარმოშობისაა, ხოლო მამის მხრიდან — ფრანგული და ნიდერლანდური ფესვები აქვს. მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი ქალი, ის არის სხვადასხვა ჯილდოს , მათ შორის ოსკარის , კინომსახიობთა გილდიის და ოქროს გლობუსის ჯილდოს მფლობელი . 2016 წელს Time- მა ის მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელა