ყველაზე სასტიკი ბრძოლა მიმდინარეობს სევეროდონეცკში, დანაკარგები, სამწუხაროდ, მტკივნეულია - ვოლოდიმირ ზელენსკი - Palitra News

ყველაზე სასტიკი ბრძოლა მიმდინარეობს სევეროდონეცკში, დანაკარგები, სამწუხაროდ, მტკივნეულია - ვოლოდიმირ ზელენსკი

2022-06-15 09:24:32+04:00

ყველაზე სასტიკი ბრძოლა სევეროდონეცკში და მიმდებარე ყველა ქალაქსა და თემში მიმდინარეობს. დანაკარგები, სამწუხაროდ, მტკივნეულია. მტკივნეული დანაკარგები გვაქვს ხარკოვის ოლქში, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ბოლო ერთი დღის განმავლობაში დონბასში მიმდინარე ბრძოლაში მკვეთრი ცვლილებები არ მომხდარა.