უკრაინაში ომის 112-ე დღეა. რუსული ძალების მიერ ქალაქ აპოსტოლოვოს დაბომბვის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა. შემთხვევის ადგილზე საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურისა და პოლიციის თანამშრომლები მუშაობენ. მერმა მოსახლეობას მოუწოდა, სიფრთხილე გამოიჩინონ და ლითონის ნივთებს არ შეეხონ.
ომის დაწყების დღიდან უკრაინაში 4 432 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 5 499 დაშავდა. მოკლულებს შორის 1 693 კაცი, 1 138 ქალი, 103 გოგონა და 106 ბიჭია, 68 ბავშვი.
გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისი დარწმუნებულია, რომ რეალური მაჩვენებლები გაცილებით მაღალია, რადგან ინფორმაციის მიღება ზოგიერთი ადგილიდან გადაიდო და ბევრი ცნობა ჯერ კიდევ დასადასტურებელია.