საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი სკანდინავიის ქვეყნებში გრძელდება. შალვა პაპუაშვილი საქართველოსა და დანიის სამეფოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წლისთავისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრო.
პაპუაშვილმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და საქართველოსა და დანიას შორის არსებულ ურთიერთობაზე ისაუბრა. ამ კონტექსტში, პარლამენტის თავმჯდომარემ ქვეყნის ევროპული ინტეგრაციიის გზაზე მეგობარი ქვეყნების მხრიდან მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.
მიღება, რომელსაც დიპლომატიური კორპუსის, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ დანიის სამეფოში - საქართველოს საელჩოს ორგანიზებით გაიმართა.