მმართველი პარტიისგან განსხვავებით, „ლელოსთვის" პრეზიდენტის მოწოდება 16 ივნისის აქციაზე მისვლასთან დაკავშირებით მისაღები აღმოჩდა. მამუკა ხაზარაძის მიერ სოციალურ ქსელშ გავრცელებული განცხადებიდან ირკვევა, რომ მისი პარტია 16 ივნისის შეკრებას უერთდება.
"ლელოში" ფიქრობენ, რომ საქართველოს ახლა ერთიანობა და სახელმწიფოებრივი ნაბიჯების გადადგმა სჭირდება. პარტიის ლიდერი ამბობს, რომ ხალხის ურყევი არჩევანის საჯაროდ გამოხატვა, ყველა ქართელის ვალია.