მიუხედავად იმისა, რომ ევროპარლამენტარები ქართულ ოცნებას სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისთვის რეფორმების გატარებისკენ მოუწოდებენ, ირაკლი კობახიძესთვის არსებული სამართლის უზენაესობა ერთ-ერთი ფაქტორია, რომელიც ასოცირებული ტრიოს ქვეყნებს შორის საქართველოს მოწინავე ადგილზე აყენებს. მმართველი პარტიის თავმჯდომარე იმ კრიტერიუმებს ასახელებს, რომლის მიხედვითაც საქართველო უკრაინასა და მოლდოვაზე წინ დგას. მათ შორისაა დემოკრატია და კორუფციასთან ბრძოლა.
კობახიძის მიერ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს შორის ეკონომიკური ასპექტიც მოხვდა. მეტიც, იმის დასამტკიცებლად რომ ასოცირებული ტრიოს ქვეყნებს შორის საქართველო მოწინავეა, ქართული ოცნების თავმჯდომარე პრეზიდენტთან დისკუსიისთვის მზადყოფნას გამოთქვამს.
სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას ირაკლი კობახიძე პერსონალური აღქმის შედეგს უწოდებს, რომელიც არგუმენტებს მოკლებულია.
საქართველოს პრეზიდენტმა გუშინ გამართულ ბრიფინგზე განმარტა, რომ ასოცირებული ტრიოს დეკლარაციის დროს საქართველო მოწინავე ადგილზე იყო, თუმცა მმართველი პარტიის უშედეგო მუშაობის შედეგად ბოლო ადგილზე გადაინაცვლა.