რას იტყვით, თქვენი ძაღლი დრონმა რომ გაასეირნოს? - Palitra News

რას იტყვით, თქვენი ძაღლი დრონმა რომ გაასეირნოს?

2022-06-15 09:55:00+04:00

დედაპლანეტაზე მილიონობით ძაღლი ცხოვრობს ორფეხა მეგობართან ერთად. პატრონებს ისინი ძალიან უყვართ, თუმცა, ზოგჯერ უძნელდებათ საკუთარი საქმეების კეთების პარალელურად, ძაღლისთვის სათანადო ყურადღების დათმობა. IAA Mobility-ის კამპანიაში გამომგონებლები საუბრობენ ტექნოლოგიაზე, რომელიც ძაღლის გასეირნებაზე დრონის საშუალებით ზრუნავს.

სინამდვილეში, ვიდეორგოლი IAA Mobility-ის ტექნოლოგიური ღონისძიებისკენ იუმორით იპყრობს ჩვენს ყურადღებას. ღონისძიება მიუნხენში, 2021 წლის 7-12 სექტემბერს გაიმართება და მონაწილეებს ყველაზე თანამედროვე ტექნოლოგიებს აზიარებს. კამპანიაზე სააგენტო Jung von Matt-მა იმუშავა.