რუსეთი მილიონერების მასშტაბური ემიგრაციის პირისპირ - ქვეყანა მდიდრებს კარგავს - Palitra News

რუსეთი მილიონერების მასშტაბური ემიგრაციის პირისპირ - ქვეყანა მდიდრებს კარგავს

2022-06-15 08:02:25+04:00

მილიონერების სია, რომლებიც 2022 წელს რუსეთს დატოვებენ, შესაძლოა, 15 ათასამდე გაიზარდოს, რაც საერთო რაოდენობის დაახლოებით 15%-ია, ამის შესახებ ბრიტანული საკონსულტაციო კომპანიის Henley & Partners-ის ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც დაფუძნებულია New World Wealth-ის მონაცემებზე.

მათი პროგნოზით, მიმდინარე წლის ბოლომდე, რუსეთი გახდება ლიდერი მაღალშემოსავლიანი პირების გადინების მხრივ.

Henley & Partners-ის ვარაუდით, რეკორდული რაოდენობის მილიონერი დატოვებს ასევე უკრაინას. გადინების სხვა ლიდერებს შორის კომპანია ასახელებს: ჩინეთს (ჰონგკონგთან ერთად), ინდოეთს, ბრაზილიასა და დიდ ბრიტანეთს.

მილიონერების ყველაზე დიდი შედინება კი მოხდება არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, ავსტრალიაში, სინგაპურში, ისრაელსა და შვეიცარიაში.