მსო-ში თვლიან, რომ უკრაინაში ომი მსოფლიო ვაჭრობაში პრობლემებს წარმოშობს - Palitra News

მსო-ში თვლიან, რომ უკრაინაში ომი მსოფლიო ვაჭრობაში პრობლემებს წარმოშობს

2022-06-15 08:01:24+04:00

შეერთებულმა შტატებმა, ევროკავშირმა და კიდევ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის 50-მა წევრმა ქვეყანამ ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას, რომელშიც გამოხატეს შეშფოთება უკრაინაში ომის გამო და აქედან გამომდინარე საერთაშორისო ვაჭრობაში არსებული სიტუაციის გამო.

დოკუმენტის ხელმომწერების აზრით, ამჟამინდელი სიტუაცია სხვა ყველაფერთან ერთად დამანგრეველ გავლენას ახდენს უკრაინის ეკონომიკაზე და მის შესაძლებლობაზე, აწარმოოს ვაჭრობა.

დოკუმენტის ავტორები ხაზს უსვამენ, უკრაინის ვაჭრობის შესაძლებლობის აუცილებლობას და ამისთვის სავაჭრო გზების უზრუნველყოფას, განსაკუთრებით კი საზღვაო მარშრუტებისა და პორტების თავისუფლად ფუნქციონირების მნიშვნელობას. დოკუმენტში ასევე საუბარია სასურსათო კრიზისის შედეგების მნიშვნელობაზე.