უკრაინასა და რუსეთს შორის დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ცხედრების გაცვლის პროცესი გრძელდება. ოკუპანტებმა უკრაინელებს „აზოვსტალის“ კიდევ 64 დამცველის ცხედარი გადასცეს. დაღუპული სამხედროების ცხედრების გაცვლის მორიგი ოპერაცია ზაპოროჟიეს ოლქში გაიმართა.