უკრაინის პირველი პირის ინფორმაციით ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს საკმარისი საბრძოლო მასალა და იარაღი აქვთ, თუმცა მებრძოლებს ახლა მეტი შორ მანძილზე მოქმედი იარაღი სჭირდებათ. წინააღმდეგ შემთხვევაში რუსეთის ამბიციები დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებს გასცდება. ვოლოდიმირ ზელენსკის მიაჩნია, რომ უკრაინამ რუსეთის წინააღმდეგ საკმარისი ძალა აჩვენა და დროა, აღნიშნული ძალები დასავლელმა პარტნიორებმაც გამოავლინონ.