საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი სკანდინავიის ქვეყნებში გრძელდება. შალვა პაპუაშვილი ამჯერად დანიის სამეფოს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა. მხარეებმა ქვეყნებს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საპარლამენტო დელეგაციაში პაპუაშვილთან ერთად - დეპუტატები: ნიკოლოზ სამხარაძე, მაკა ბოჭორიშვილი, მაია ბითაძე და ჰერმან საბო არიან.