სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი - გერმანიის კანცლერს საქართველოსთვის, უკრაინისთვის და მოლდოვასთვის, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის მინიჭების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. განცხადება ედუარდ ჰეგერმა, ბერლინში ვიზიტისას გააკეთა. სლოვაკეთის პრემიერ მინისტრს მიაჩნია, რომ საქართველოსა და მოლდოვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატებად მიღება პირველი ნაბიჯი იქნება, ევროკავშირში ინტეგრაციის შემდგომი ეტაპები კი ამ ქვეყნებზე იქნება დამოკიდებული.