პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში 14 ნარკორეალიზატორი დააკავა - Palitra News

პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში 14 ნარკორეალიზატორი დააკავა

2022-06-14 16:09:13+04:00

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, აჭარაში, იმერეთსა და სამეგრელოში 14 ნარკორეალიზატორი დააკავეს. თბილისში სპეცოპერაცია რამდენიმე ლოკაციაზე, მათ შორის, მუხრანის ქუჩაზე ჩატარდა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს, რაც დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას, გასაღებას და გასაღების მცდელობას გულისხმობს.

დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.