სტუდენტები მოლაპარაკებებზე თანხმობას აცხადებენ, თუმცა, რექტორის კაბინეტის დატოვებას არ აპირებენ - Palitra News

სტუდენტები მოლაპარაკებებზე თანხმობას აცხადებენ, თუმცა, რექტორის კაბინეტის დატოვებას არ აპირებენ

2022-06-14 16:08:35+04:00

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების პროტესტი გრძელდება. სტუდენტებს რექტორის კაბინეტი იმყოფებიან უკვე რამდენიმე დღეა, დაკავებული აქვთ.

როგორც თსუ-ს ადმინისტრაციის წარმომადგენლები აცხადებენ, სტუდენტებთან მოლაპარაკება მხოლოდ იმ შემთვევასი გაიმართება, თუ ისინი რექტორის კაბინეტს დატოვებენ.

რაც შეეხება პროტესტში ჩართულ სტიდენტების პოზიციას, ისინი მოლაპარაკებებზე თანხმობას აცხადებენ, თუმცა კაბინეტის დატოვებას არ აპირებენ.