აშშ-ს საელჩო საქართველოში რუსული დეზინფორმაციის გავრცელებას კიდევ ერთხელ ეხმაურება და აცხადებს, რომ რაც არ უნდა აღიზიანებდეს რუსეთს საქართველოსა და უკრაინის დამოუკიდებლობა, აშშ თავის პარტნიორებს ზურგს არ შეაქცევს.
საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ საომარი მოქმედებების დაწყებას რუსეთი აბრალებს ყველას, საკუთარი თავის გარდა.
დასავლეთის ერთობლივი მხარდაჭერით კი საქართველო და უკრაინა ფეხზე დგას და ინარჩუნებს სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. შეერთებული შტატები პარტნიორ ქვეყნებს მხარდაჭერას კიდევ ერთხელ უდასტურებს და აცხადებს, რომ დასავლეთი ასეთი ერთიანი არასდროს ყოფილა.