ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ბულგარეთის მედიის წარმომადგენლებს მასპინძლობს. პრეს-ტური უცხოელი ჟურნალისტებისთვის ბულგარეთში საქართველოს საელჩოს ჩართულობით შედგა. ტურის ფარგლებში ბულგარეთის მედიის წარმომადგენლებისთვის კულინარიული მასტერკლასი გაიმართა, სადაც ჟურნალისტებს საშუალება ჰქონდათ მონაწილეობა მიეღოთ ქართული კერძების მომზადებაში.
მედიის წარმომადგენლები ტურისტული ადგილების, ქართული კულტურის, სამზარეულოსა და ღვინის შესახებ სიუჟეტებსა და სტატიებს მოამზადებენ, რომელსაც ბულგარეთში გაეცნობიან.