თავდაცვის ძალების რაგბის ნაკრები საფრანგეთში ჯარებს შორის შვიდკაცა რაგბის მსოფლიო ჩემპიონატში მიიღებს მონაწილეობას. თავდაცვის ძალების 12-კაციანი რაგბის ნაკრები სხვადასხვა ქვედანაყოფიდან შერჩეული სამხედრო მოსამსახურეებით არის დაკომპლექტებული.
საფრანგეთში გამგზავრებამდე, სამხედროებმა მომზადება ავჭალაში მდებარე რაგბის სტადიონზე გაიარეს.
ჯარებს შორის შვიდკაცა რაგბის მსოფლიო ჩემპიონატი საფრანგეთში 17 ივნისს დაიწყება. გამარჯვებისთვის ათი ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეებისგან დაკომპლექტებული გუნდები იბრძოლებენ.