ბათუმში ტურისტული სეზონი იხსნება. მუნიციპალური სამსახურები მუშაობის საგანგებო რეჟიმში გადადიან. ბათუმის მერმა, ტურისტული სეზონის სრულყოფილად წარმართვაზე მომუშავე ორგანიზაციებთან შეხვედრა გამართა. აღინიშნა, რომ დასუფთავების მიმართულებით, ქუჩები და სანაპირო ზოლი მაქსიმალურად გაკონტროლდება. ასევე მთელი ზაფხულის განმავლობაში ქალაქში მნიშვნელოვანი ფესტივალები გაიმართება. ბათუმის ბოტანიკური ბაღი და ბათუმის დელფინარიუმი სეზონს განახლებული ინფრასტრუქტურითა და აქტივობებით ხვდება. ბათუმის მერის ინფორმაციით, აჭარა 2022 წლის ზაფხულის სეზონისთვის უკვე მზად არის.