პროფესიული განვითარების საბჭომ 3 ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება შეუჩერა - Palitra News

პროფესიული განვითარების საბჭომ 3 ექიმს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება შეუჩერა

2022-06-14 12:22:19+04:00

პროფესიული განვითარების საბჭომ 3 ექიმს, სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება შეუჩერა. 2 მედიკოსს კი წერილობითი გაფრთხილება მიეცა. საბჭო განმარტავს, რომ აღნიშნულის მიზეზი სამსახურეობრივ პროცესში გამოვლენილი დარღვევებია. პროფესიული განვითარების საბჭო ფუნქციებისა და უფლებამოსილებების ფარგლებში, ექიმთა პროფესიული საქმიანობის საფუძვლიან და დეტალურ შესწავლას აქტიურად აგრძელებს - წერია საბჭს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.