კახა კალაძე განმარტავს, რა ცვლილება ამოქმედდა სამშენებლო სამართალდამრღვევის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების ჩაბარებასთან დაკავშირებით - Palitra News

კახა კალაძე განმარტავს, რა ცვლილება ამოქმედდა სამშენებლო სამართალდამრღვევის მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების ჩაბარებასთან დაკავშირებით

2022-06-14 12:21:50+04:00

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ სამშენებლო სამართალდამრღვევების მიმართ გამოტანილი გადაწყვეტილებების ჩაბარებასთან დაკავშირებით შეცვლილ წესებზე ისაუბრა.

როგორც მან თბილისის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სამშენებლო სამართალდამრღვევები, რომლებიც ხელოვნურად აბრკოლებდნენ გადაწყვეტილებების ჩაუბარებლობას, ახლად მიღებული კანონის საშუალებით, ამ წესს ვერ გაექცევიან.