6 ივნისიდან 12 ივნისის ჩათვლით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 515 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 3 პაციენტი - Palitra News

6 ივნისიდან 12 ივნისის ჩათვლით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 515 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 3 პაციენტი

2022-06-14 11:28:23+04:00

6 ივნისიდან 12 ივნისის ჩათვლით საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 515 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა კიდევ 3 პაციენტი, - ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 546 პირი.

ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 100 232 კვლევა ტესტით, მათ შორის 92 556 კვლევა ანტიგენის ტესტით და 7 676 PCR ტესტით.