ავლაბრის მოედნისა და მეტროსადგურ "ავლაბრის" მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა იგეგმება. პროექტის მიხედვით, რეაბილიტაცია ჩაუტარდება მეტროსადგურ „ავლაბრის“ მიმდებარედ არსებულ გამწვანებულ კედელს, ასევე, ავლაბრისა და ერევნის სკვერებს. მოეწყობა საფეხმავლო სივრცე და გზაგამყოფი კუნძულები, რაც ბუნებრივი ქვის მასალებით მოპირკეთდება.
ასევე, მოედანზე დამონტაჟდება გარე განათების თანამედროვე ტიპის LED ლამპიონები, განთავსდება სკამები, დაითესება ბალახი და დამონტაჟდება სარწყავი სისტემა. ტერიტორია მთლიანად ადაპტირდება შშმ პირებისთვის.