დღეიდან, მოსკოვში ოკუპირებული ცხინვალის რუსეთთან გაერთიანების ე.წ. რეფერენდუმის საკითხზე კონსულტაციები იწყება. კონსულტაციებს მოსკოვში ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევი გაივლის. გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმი პრეზიდენტის ბრძანებულებით 17 ივლისს დაინიშნა.
მანამდე, ე.წ. რესპუბლიკის ყოფილმა დე ფაქტო მეთაურმა ანატოლი ბიბილოვმა საჯაროდ განაცხადა, რომ სამხრეთ ოსეთი რუსეთის შემადგენლობაშ შესვლის შესახებ ნაბიჯების გადადგმას იწყებდა.