ოკუპირებული ახალგორის გზა 4 დღით გაიხსნა. მანამდე, 3 წლის განმავლობაში ახალგორელებისთვის ე.წ. გამშვები პუნქტი განსაკუთრებულ შემთხვევებში იხსნებოდა, რის გამოც მოსახლეობას საჭირო სამედიცინო სერვისებზე დროული ხელმისაწვდომობა არ ჰქონდათ.
გადაწყვეტილებას გზის გახსნის შესახებ ოძისში, სინაგურსა და ქარძმაში, მოსახლეობა მიესალმება. გზის გახსნის საკითხს გამოეხმაურა საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელიც, რომელმაც განცხადება სოციალურ ქსელში გაავრცელა.