Amazon-მა სერიალიდან „ბეჭდების მბრძანებელი: ძალაუფლების ბეჭდები“ ახალი კადრები გამოაქვეყნა. ფოტოებზე სერიალის სხვადასხვა პერსონაჟები არიან გამოსახულები.სერიალის მოვლენები პიტერ ჯექსონის ტრილოგიამდე 3000 წლით ადრე განვითარდება და ჯონ ტოლკინის ნაწარმოებზეა დაფუძნებული. მასში მაყურებლისთვის ფილმებიდან ნაცნობი და ახალი პერსონაჟები გამოჩნდებიან, მათ შორის სპეციალურად შოუსთვის შექმნილი გმირები.სერიალის პრემიერა 2 სექტემბერს შედგება.