მარიუპოლის მერმა ვადიმ ბოიჩენკომ, რუსეთის უკრაინაში შეჭრის დასაწყისში, მისი ქალაქის დაბომბვისას, "მოღალატეები" რუსეთის ძალებისთვის სასიცოცხლო ინფორმაციის გადაცემაში დაადანაშაულა. ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
ბოიჩენკომ, რომელმაც მარიუპოლი დატოვა, განაცხადა, რომ ქალაქის კრიტიკული ინფრასტრუქტურის, მათ შორის ელექტრომომარაგების განადგურება კარგად იყო კოორდინირებული, რადგან „მოღალატეებმა“ რუსეთს ინფორმაცია მიაწოდეს.
მისი თქმით, მტრის სამიზნე წყლის პუნქტები, საკომუნიკაციო ხაზები და საწყობები იყო, სადაც საკვები და მედიკამენტები ინახებოდა.
მან ღალატში საკრებულოს პრორუსული პარტიის დეპუტატები ოპოზიციური პლატფორმიდან - „სიცოცხლისთვის” დაადანაშაულა, რომლებიც ახლა მარიუპოლს რუსული ოკუპაციის ქვეშ მართავენ.
გარდა ამისა, ბოიჩენკომ BBC-ს განუცხადა, რომ მარიუპოლში 100 000-ზე მეტი ადამიანი კვლავ რჩება, სადაც მათ „სუფთა წყალი არ აქვთ, არც საკვებია, არც ელექტროენერგია და არც წამლები“.