ქალაქ სევეროდონეცკთან მიმავალი ხიდების განადგურება ნიშნავს, რომ მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია ვეღარ განხორციელდება, - ამის შესახებ ლუგანსკის ოლქის გუბერნატორმა სერგეი გაიდაიმ „ტელეგრამის“ საკუთარ არხზე განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთმა ვერ მოიპოვა სრული კონტროლი სევეროდონეცკზე და ქალაქის ნაწილი კვლავ უკრაინის კონტროლის ქვეშაა.
ცნობისთვის, სევეროდონეცკი სტრატეგიულად მნიშვნელოვანია, სადაც ამ დრომდე მაღალი ინტენსივობის საომარი მოქმედებები გრძელდება.