კობში მიმდინარე მშენებლობაზე ჩინეთის მოქალაქე გარდაიცვალა - Palitra News

კობში მიმდინარე მშენებლობაზე ჩინეთის მოქალაქე გარდაიცვალა

2022-06-14 09:15:11+04:00

კობში მიმდინარე მშენებლობაზე ჩინეთის მოქალაქე გარდაიცვალა. როგორც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, მშენებლობაზე დასაქმებული ჩინეთის მოქალაქე სოფელ კობთან მიმდინარე სათადარიგო გვირაბის სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას დაიღუპა.

ამავე ინფორმაციით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში დაწყებულია გამოძიება.