მცხეთა-მთიანეთის რაიონში სტიქიური მოვლენების შედეგად უხვმა ნალექმა განმეორებით გამოიწვია საგურამოსა და ბულაჩაურის მიმდებარე ტერიტორიების დატბორვა. აღნიშნულ ტერიტორიებზე განთავსებულია დედაქალაქის წყალმომარაგების ძირითადი სათავე ნაგებობა და წყალშემკრები აუზები, საიდანაც თბილისის მოსახლეობას სასმელი წყალი მიეწოდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, სტიქიით გამოწვეული მოვლენების გათვალისწინებით, წყლის ამღვრევის პრევენციის მიზნით წყალმომარაგება შეეზღუდება 13 ივნისს 23:00 საათიდან 14 ივნისის დღის 12:00 საათამდე.