განადგურებული ნათესები და დატბორილი საცხოვრებელი სახლები - ძლიერმა წვიმამ საგურამოში მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა - Palitra News

განადგურებული ნათესები და დატბორილი საცხოვრებელი სახლები - ძლიერმა წვიმამ საგურამოში მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა

2022-06-14 09:14:08+04:00

განადგურებული ნათესები და დატბორილი საცხოვრებელი სახლები - ძლიერმა წვიმამ საგურამოში მოსახლეობას პრობლემები შეუქმნა. წყალი ათეულობით სახლში შევიდა. ადგილზე სპეციალური ტექნიკა მალევე მიიყვანეს. დაზიანებული გზებისა და სახლების გაწმენდითი სამუშაოები გვიან ღამემდე გაგრძელდა.

ადგილობრივ ხელისუფლებაში ზარალის დათვლის შემდეგ მოსახლეობას დახმარებას პირდებიან. სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის შემსწავლელი კომისია მერიაში უკვე შეიქმნა.