პრეზიდენტი დღეს ბრიფინგს გამართავს - Palitra News

პრეზიდენტი დღეს ბრიფინგს გამართავს

2022-06-14 09:13:05+04:00

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ბრიფინგს გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ამავე ინფორმაციით, ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტის ბრიფინგი 21:00 საათზე დაიწყება.

ბრიფინგი სავარაუდოდ, ქვეყანაში და რეგიონში მიმდინარე მოვლენებს უკავშირდება.

როგორც ცნობილია, საქართველოს პრეზიდენტი ვიზიტით იტალიაში და ბრიუსელში იმყოფებოდა.