ივერი მელაშვილის განცხადებით, მათი საქმის განხილვა ჭიანურდება - Palitra News

ივერი მელაშვილის განცხადებით, მათი საქმის განხილვა ჭიანურდება

2022-06-13 20:06:43+04:00

პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს სასამართლო პროცესებს კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებული ივერი მელაშვილი და წუხსს რომ განხილვის პროცესი ჭიანურდება. დღევანდელ წინა სასამართლო სხდომაზე აზერბაიჯანში საქართველოს ყოფილი ელჩი ზურაბ გუმბერიძე დაიკითხა, როგორც დიპლომატმა აღნიშნა მან 2007 წელს დაასრულა მუშაობა და კომისიის საქმიანობა აბსოლუტურად განყენებული მისი საქმიანობისგან.ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა თბილისის საქალაქო სასამართლომ სხდომათა დარბაზიდან გასული 2021 წლის 28 იანვარს გაათავისუფლა. მოსამართლემ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 20 000-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეუცვალა.