ეკა ხერხეულიძე მიხეილ სააკაშვილზე - ფიქრობს, რომ არ შეიძლება ქართველმა ხალხმა შანსი დაკარგოს - ეს არის დღეს მისი ფიქრის საგანი, სხვა არაფერი - Palitra News

ეკა ხერხეულიძე მიხეილ სააკაშვილზე - ფიქრობს, რომ არ შეიძლება ქართველმა ხალხმა შანსი დაკარგოს - ეს არის დღეს მისი ფიქრის საგანი, სხვა არაფერი

2022-06-13 20:02:34+04:00

კლინიკა ვივამედში ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას ცენტრ ემპათიას ექსპერტ-მედიკოსები გაეცნენ. ექსპერტები, რომლებმაც კლინიკა რამდენიმე წუთის წინ დატოვეს, ამბობენ, რომ სააკაშვილის მდგომარეობა ისევ მძიმე რჩება, ერთადერთი გამოსავალი კი მისი უცხოეთში გადაყვანაა. სააკაშვილს კლინიკაში ამ წუთებში ხვდებიან მისი ოჯახის წევრები, დედა გიული ალასანია და შვილი, ნიკოლოზ სააკაშვილი. მესამე პრეზიდენტს დღეს შეხვდა მისი პოლიტიკური თანაგუნდელი, ეკა ხერხეულიძეც. მისი თქმით, ერთადერთი საკითხი რაზეც სააკაშვილთან ისაუბრა, ქვეყნის ევროპული ინტეგრაციაა. ხერხეულიძე ამბობს, რომ ახლა ამ ისტორიულ მომენტში სააკაშვილი მის ევროპელ მეგობრებს ეკონტაქტება და სთხოვს საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭონ.