უკრაინის პოლიციის უფროსი აცხადებს, რომ 1200-მდე პირის ცხედარი ამ დრომდე იდენტიფიცირებული არ არის - Palitra News

უკრაინის პოლიციის უფროსი აცხადებს, რომ 1200-მდე პირის ცხედარი ამ დრომდე იდენტიფიცირებული არ არის

2022-06-13 19:57:48+04:00

1 200-მდე ცხედარი, მათ შორის მასობრივ საფლავებში აღმოჩენილი, ამ დრომდე იდენტიფიცირებული არ არის. უკრაინის ეროვნული პოლიციის უფროსის, იგორ კლიმენკოს ინფორმაციით მასობრივ საფლავებში აღმოჩენილ ცხედრების მკველობასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეები აღიძვრება. მისივე თქმით, დაღუპულთა დაახლოებით 75% მამაკაცია, დაახლოებით 2% - ბავშვები, ხოლო დანარჩენი - ქალები. მხოლოდ კიევში კი - 1 500 მშვიდობიანი მოსახლეობა გარდაიცვალა, ბუჩაში კი მხოლოდ ერთ საფლავში 116 ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს.