სახელმწიფო ბორჯომის ქარხნის აქციონერი გახდა - Palitra News

სახელმწიფო ბორჯომის ქარხნის აქციონერი გახდა

2022-06-13 18:31:07+04:00

სახელმწიფო უსასყიდლოდ გახდა ბორჯომის ქარხნის აქციონერი - ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, გარიგება რეგულატორების ჩართულობით გაფორმდა და სრულად შეესაბამება საერთაშორისო სამართლის ნორმებს.

პრემიერის განცხადებით, ბორჯომის აქციონერებთან მოლაპარაკებები დასრულდა და სახელმწიფო, საქართველოს მთავრობა გახდება აქციონერი იმ ჯგუფის, რომელიც არის ბორჯომის ქარხნის მეპატრონე.

ღარიბაშვილმა გაფიცულ თანამშრომლებსაც მიმართა და დაპირდა, რომ არცერთი მათგანი არ დაიჩაგრება.

კომპანია IDS BORJOMI International-ის განცხადებით კი, საწარმოს მაკონტროლებელი აქციონერი საქართველოს მთავრობას კომპანიის 7.73%-იან წილს უსასყიდლოდ გადასცემს. შედეგად: მაკონტროლებელ აქციონერს IDS BORJOMI International-ის მაკონტროლებელი ფუნქცია აღარ ექნება.