ექსპორტი 36.2%-ით, ხოლო იმპორტი 37.3%-ით გაიზარდა - Palitra News

ექსპორტი 36.2%-ით, ხოლო იმპორტი 37.3%-ით გაიზარდა

2022-06-13 18:30:20+04:00

2022 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 6 913.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 37 პროცენტით მეტია. ამის შესახებ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, აქედან, ექსპორტი 2 091.9 მლნ. აშშ დოლარი იყომ, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 36.2 პროცენტით მეტია, ხოლო იმპორტი 37.3 პროცენტით გაიზარდა და 4 821.4 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2022 წლის იანვარ-მაისში 2 729.5 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.5 პროცენტი შეადგინა.