საქართველოს მთავრობა იმ ჯგუფის აქციონერი ხდება, რომელიც „ბორჯომის“ ქარხნის მეპატრონეა.როგორც ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ეს არის უსასყიდლო გარიგება. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, საქართველოს კომპანია „ბორჯომში“ აქციების 7.73% ექნება ხოლო დირექტორთა საბჭოში გადამწყვეტი ხმის უფლების მქონე დირექტორი ეყოლება. “ინვესტმენტ ლიმიტედი“ არის „ბორჯომის“ მმართველი და მფლობელი კომპანია.